საქართველოს ვიცე-პრემიერი ბრიუსელში მიემგზავრება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონის შეხვედრა გაიმართება

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ორშაბათს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი - Sputnik საქართველო
მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდება

ქვეყნის პირველი დიპლომატი მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მინისტერიალში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩატარდება.

მინისტერიალის ფარგლებში ჯანელიძე გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან.

ვიზიტის ფარგლებში ჯანელიძე ასევე შეხვდება კოლეგებს სხვა ქვეყნებიდან.

გარდა ამისა, მინისტერიალის ფარგლებში ასევე გაიმართება საქართველო-ნატის კომისიის სხდომა.

ყველა ახალი ამბავი
0