პრაღაში საფეხმავლო ხიდი ჩაინგრა, რომელიც მდინარე ვლტავის მარჯვენა სანაპიროს საიმპერატორო კუნძულთან აკავშირებდა.
ინციფენტისას ხიდზე მოძრავი ოთხი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
გავრცელებული ინფორმაციით, ხიდი შესაძლოა მთლიანად ჩაიქცეს.
აღსანიშნავია, რომ ხიდი 2011 წელს შეამოწმეს და მაშინდელი ვერდიქტის თანახმად, ნაგებობას მაქსიმუმ ექვსი წელი უნდა გაეძლო.