ზუგდიდში მამაკაცი მიწის ქვეშ მოყვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა ეს მამაკაცი ამ მშენებლობაზე დასაქმებული

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. შუახნის მამაკაცი დაშავდა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე. როგორც Sputnik საქართველოს კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცი თხრილში მიწის ქვეშ მოჰყვა და მის ამოსაყვანად მაშველებსა და სასწარფო დახმარების ბრიგადებს დიდი ძალიახმევა დასჭირდათ. 

ამჟამად დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაიყვანილი. როგორც სააგენტოს კორესპონდენტს კლინიკა „ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხემძღვანელმა გიორგი ნიორაძემ უთხრა, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და იგი მართვად სუნთქვაზე იმყოფება. 

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე 34 12 სართულიანი კორპუსი შენდება, სადაც 2460 დევნილი ოჯახის შესახლება იგეგმება.  

 

 

ჯემალ ღამბაშიძე

ყველა ახალი ამბავი
0