თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თურქეთის სამი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესასმსახური.
აღნიშნული ფაქტი სამცხე-ჯავახეთში, კარწახის დასაცავ მონაკვეთზე მოხდა.
„ბრალდებულებმა სასაზღვრო საკონტროლო პუნქტის გევრდის ავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“, — განაცხადა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსმა ზურაბ ოსეფაიშვილმა.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).