თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უფრო მკაცრად გააკონტროლებს საბავშვო ბაგა-ბაღების პერსონალის ჯანმრთელობას, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება უკავშირდება იმას, რომ ერთი თვის წინ თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მუშაობდა აღმზრდელი, რომელმაც არ იცოდა, რომ ტუბერკულიოზით იყო ავად. აღმზრდელის დაავადების გამოვლენის შემდეგ 27 ბავშვი ტუბერკულიოზის ცენტრში გამოკვლევაზე წაიყვანეს.
საბავშვო ბაღი, რომელშიც აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა, რამდენიმე დღით დაიკეტა. იქ სათანადო სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, ხოლო აღმზრდელობითი პროცესი ეპიდემიოლოგიური სამსახურის ნებართვის შემდეგ აღდგა.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძემ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსს, მარინე დარახველიძეს შეხვდა და ბავშვების ჯანმრთელობის უზრუნველყოფის საკითხები განიხილა.
მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც სათანადო რეგულაციების შეიმუშავებს.
გვანცელაძე ასევე შეხვდა ტუბერკულოზისა და ფილტვისა დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორს ზაზა ავალიანს. შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ დაავადების პრევენციის მიზნით საბავშვო ბაღებში ღონისძიებების ჩატარებას ექიმები მიესალმებიან.
საქართველოში ტუბრკულიოზი მოზრდილებში უფრო მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ბავშვებში. ბავშვებს დაბადებიდანვე უკეთდებათ ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო აცრა, რაც სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც იცავს მათ ტუბერკულიოზის ჩხირისგან.