ამ უქმეებზე თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს არაერთი კაშკაშა და ელვარე ღონისძიება ელით: კონცერტები, გამოფენები, ბაზრობები და სხვადასხვა ტიპის საღამოები.
ნუ შეუშინდებით ზამთრის სიცივეს — გადით ქუჩაში და გაერთეთ!
საახალწლო ნაძვის ხის ანთება „ისთ ფოინთში“
- როდის: 1 დეკემბერი, 19:00 სთ
- სად: „ისთ ფოინთი“ (თვალჭრელიძის 2)
მოუწყეთ ზეიმი ბავშვებსა და ოჯახის წევრებს, დაესწარით თბილისში პირველი საახალწლო ნაძვის ხის ანთებას. თქვენ გელით ელფების შოუ, ცოცხალი მუსიკა და პირდაპირი ჩართვა ლაპლანდიიდან. არ გამოტოვოთ!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.facebook.com/events/976037059200932/
გამოფენა „ანგელოზის ფრთის ქვეშ“
- როდის: 1-2 დეკემბერი, 18:00 სთ
- სად: Art Gallery Vake (აბაშიძის 47)
თოჯინური ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი გიწვევთ გამოფენაზე, სადაც თქვენ შეძლებთ მარიონეტების, მხატვრული, ეთნოგრაფიული, სასუვენირე თოჯინებისა და მინიატურული სკულპტირების დათვალიერებას.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.facebook.com/events/275485372974135/
ზამთრის ბაზრობა
- როდის: 2 დეკემბერი, 10:00 სთ
- სად: „რედისონ ბლუ ივერია“ (ვარდების მოედანი 1)
ზამთრის ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება აბრეშუმისგან, კერამიკისგან, ტიხრული მინანქრისგან დამზადებული ორიგინალური აქსესუარები, სამკაულები და სუვენირები. და კიდევ საავტორო საახალწლო მოსართავები.
დატკბით სიმფონიური მუსიკით
- როდის: 2 დეკემბერი, 19:30 სთ
- სად: ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი (დავით აღმაშენებლის 123/125)
კონცერტზე დაუკრავს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. სოლისტი — პაატა ჭეიშვილი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.facebook.com/events/316662598814720/
გაეცანით ქართულ გრაფიტი-არტს
- როდის: 1-4 დეკამბერი
- სად: Fabrikaffiti (ნინოშვილის 8)
თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ატმოსფერულ ცენტრში გამართულ გამოფენაზე თქვენ გელით პოპულარული გრაფიტი-ხელოვნის TamOonz-ის მომნუსხველი ნამუშევრები.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ:
მასტერ-კლასი ხნით მოხატვაში
- როდის: 2 დეკემბერი, 18:00-21:00 სთ
- სად: Yoga Cave (წინამძღვრიშვილის 72)
ხნით მოხატვის, ანუ მეჰენდის მასტერ-კლასზე მის ისტორიასაც გაგაცნობენ, მეჰენდის საკრალურ აზრზეც გიამბობენ და რაღა თქმა უნდა, საკუთარი ხელით მოხატვაშიც დაგეხმარებიან.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.facebook.com/events/1836512103327482/
დააგემოვნეთ მარხვა იტალიურად
- როდის: 2 დეკემბერი, 13:00-17:00 სთ
- სად: Fromagerie (ჭავჭავაძის გამზ. 50)
საშობაო მარხვის დაწყება შეგიძლიათ იტალიურად აღნიშნოთ. მსურველებს პირდაპირ იტალიიდან ჩამოტანილი ბოსტნეულის დასაგემოვნებლად გეპატიჟებიან, რომლებიც სხვადასხვაგვარად იქნება მომზადებული. შესვლა და დეგუსტაცია უფასოა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.facebook.com/events/103505010435236/
„ზამთრის ზღაპარი“ საფრანგეთიდან
- როდის: 2 დეკემბერი, 20:00-23:00 სთ:
- სად: პარკი „მზიური“
„მზიური“ გიწვევთ კინოსეანსზე, სადაც ნაჩვენები იქნება ერიკ რომერის ფრანგული ფილმი „ზამთრის ზღაპარი“. დასწრება თავისუფალია.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.facebook.com/events/152897615329233/
თანამედროვე ჩინური ხელოვნება
- როდის: 12 დეკემბრამდე
- სად: მუზეუმი „ქარვასლა“ (სიონის 8)
თანამედროვე ჩინური ხელოვნების გამოფენაზე „ხელოვნება და მსოფლიო“ წარმოდგენილი იქნება ცნობილი ჩინელი მხატვრების 29 ნამუშევარი: სკულპტურები, ნახატები, ბეჭდვითი მასალები და ასევე აკვარელითა და სინთეტიკური მასალით დამზადებული ნამუშევრები.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ:https://www.facebook.com/events/184284715459611/
საახალწლო სუვენირების მასტერ-კლასი
- როდის: 2 დეკემბერი, 12:00-15:00 სთ
- სად: აბრეშუმის მუზეუმი (ცაბაძის 6)
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი გიწვევთ მასტერ-კლასზე, სადაც საახალწლო სუვენირებისა და ანგელოზების დამზადებას შეგასწავლიან სხვადასხვა მასალისგან.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.facebook.com/events/540250439640712/
SPUTNIK-საქართველო გისურვებთ სასიამოვნო უქმეებს!