როგორ შევიძინოთ ბილეთი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / ფოტობანკში გადასვლაბილეთების გაყიდვის პირველი ეტაპი
ბილეთების გაყიდვის პირველი ეტაპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავისებურებანი, ვადები, რაოდენობა, მოთხოვნები – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთი გქონდეთ.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 2018 წელს რუსეთში გაიმართება. გულშემატკივარს, ვისაც მატჩებზე დასწრება სურს, ბილეთების შეძენის პროცედურა აქვს გასავლელი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩემპიონატისთვის რუსეთის 11 ქალაქში ააშენეს და რეკონსტრუქცია ჩაუტარეს 12 სტადიონს, ეს არენები ყველა მსურველს მაინც ვერ დაიტევს. ამიტომ შემუშავდა განსაკუთრებული სისტემა, რომლის საშუალებითაც ნამდვილ გულშემატკივარს ტრიბუნაზე თავისი ადგილის დაკავების შანსი აქვს.

ბილეთების გაყიდვის პირველი ეტაპი 2017 წლის 14 სექტემბერს დაიწყო და 12 ოქტომბერს დასრულდა. ბილეთების შეძენა თითქმის "ბრმად" ხდებოდა. არ იყო ცნობილი ფინალის მონაწილე ყველა გუნდი. ამ დროისთვის ყველა მსურველმა შეძლო ბილეთის შეძენაზე განაცხადის შეტანა FIFA-ს ვებ-გვერდზე.

რადგანაც ბილეთების შეძენის მსურველთა რაოდენობა ბილეთების რაოდენობას ჭარბობს, მოხდა კენჭისყრა, რომლის დროსაც ბილეთის შეძენის უფლება განმცხადებლებს შორის გათამაშდა.

შედეგად განაწილდა 620 ათასზე მეტი ბილეთი, მაშინ, როდესაც ბილეთის შეძენის მსურველი თითქმის 3,5 მილიონი იყო.

შემდეგი ეტაპის ფარგლებში — 16-28 ნოემბერს — ბილეთების შეძენა შესაძლებელი იყო ოფიციალურ ვებ-გვერდზე FIFA.com/bilet ცოცხალი რიგის წესით.

ვისაც გაუმართლა და ბილეთი შეიძინა, მას მიიღებს რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაგრამ არა 2018 წლის აპრილ-მაისზე ადრე. ამასთან, ბილეთის მიწოდება აბსოლუტურად უფასოა.

ასევე არსებობს ბილეთები პირთა განსაკუთრებული კატეგორიისთვის. ინფორმაცია ამის შესახებ იხილეთ აქ.

ბილეთების გაყიდვის შემდეგი ეტაპი შემთხვევითი კენჭისყრის გზით 5 დეკემბერს დაიწყება და 31 იანვარს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური