იტალიელების თავგადასავალი საქართველოში: ჰორიზონტზე – ახალი თანამშრომლობა

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიელი ბიზნესმენები მზად არიან, ფოთის პორტში 100 მილიონი აშშ დოლარი ჩადონ.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ფოთის პორტით იტალიელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბიზნესმენებმა დაათვალიერეს პორტი, შეხვდნენ მის ხელმძღვანელობას და მზად არიან ხელი შეუწყონ ტვირთნაკადის გაზრდას, ასევე განახორციელონ 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

„საქართველო კავკასიისა და შუა აზიის ხიდია, ფოთის პორტი — ეს მნიშვნელოვანი ადგილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას აერთიანებს. „აბრეშუმის გზის" ფორუმის შემდეგ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები კიდევ უფრო გამოიკვეთა. აქ აშენდება ახალი ტერმინალი, რომელიც ხელს შეუწყობს მინიმუმ 50 ტონა ტვირთის გადაზიდვას. ეს უპრეცედენტო პროექტი იქნება", — განუცხადა ტელეარხს ერთ-ერთმა ბიზნესმენმა სტანისლავ კრანსლავსკიმ.

ქართულ-ჩინური ბიზნეს-ფორუმი ჩინეთში - Sputnik საქართველო
ჩინელი ინვესტორი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 75%-იან წილს მიიღებს

იტალიელ ბიზნესმენებთან ერთად ფოთს ეწვია ვენეციის პორტ „მარგეროს" დირექტორი პინო მუსოლინო, რომელიც 28-29 ნოემბერს კოლეგებთან ერთად თბილისის "აბრეშუმის გზის" ფორუმში მონაწილეობდა.

ფოთის პორტი შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაწილის უდიდესი პორტია. ნავსადგურის სიღრმეა 8,4 მეტრი. მას სიღრმით უსწრებს ბათუმის პორტი, ხოლო ყველაზე ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში — ანაკლიის პორტი 2020 წელს გაჩნდება.

„აბრეშუმის გზის" ფორუმი საქართველოში მეორედ გაიმართა. ორდღიან ღონისძიებაზე პროექტში მონაწილე ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„აბრეშუმის გზის" განვითარება — საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ის მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, "აბრეშუმის გზის" შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მათ შორისაა ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი-დასავლეთი", რკინიგზის მოდერნიზება, სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო-თბილისი-ყარსი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ყველა ახალი ამბავი
0