ახალი ქვედანაყოფები ლატვიის შეიარაღებულ ძალებში - იქმნება საიდუმლო სპეცრაზმები

© Flickr / seržants Ēriks Kukutis/Latvijas armijaლატვიელი ჯარისკაცები სამხედრო წვრთნებზე დიდ ბრიტანეთში
ლატვიელი ჯარისკაცები სამხედრო წვრთნებზე დიდ ბრიტანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლატვიის არმიის სარდალი განმარტავს, რომ ეროვნული თავდაცვის ერთ-ერთი ქვაკუთხედი სწორედ ამგვარი რაზმებია

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ლატვიის შეიარაღებულ ძალებში ჩატარებული სტრუქტურული ცვლილებების საფუძველზე ქვეყნის არმიაში იქმნება საიდუმლო სპეცრაზმები და სპეცოპერციების სამმართველო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების სარდალ ლეონიდ კალნინშზე დაყრდნობით.

მისი თქმით, არმიის მანამდელი სტრუქტურა მოძველდა და აღარ პასუხობდა მის წინაშე მდგარ ამოცანებს სახელმწიფოს ბრძოლისუნარიანობისა და თავდაცვის კუთხით.

კალნინშმა აღნიშნა, რომ ეროვნული თავდაცვის ერთ-ერთი ქვაკუთხედი სწორედ სპეცოპერაციების ქვედანაყოფებია.

„იგეგმება სპეცოპერაციების სამმართველოს ჩამოყალიბება, რომლის შემადგენლობაშიც შევა სპეცრაზმის ხსენებული ქვედანაყოფი და კიდევ რამდენიმე ახალი ქვედანაყოფი. ერთ-ერთი ასეთი ქვედანაყოფი იქნება სპეცრაზმი „ზემესარძე“ (ლაშქარი),  რომელშიც მოხალისეები იმსახურებენ“, — განაცხადა კალნინშმა.

ასეთი ტიპის სპეცქვედანაყოფი, სახელწოდებით Vanags (შევარდენი) უკვე არსებობდა 1991-2003 წლებში. დიდი ალბათობით, ახალ სპეცრაზმს იგივე სახელი დაერქმევა.

ყველა ახალი ამბავი
0