იმედაძე: ბავშვი სადისტური დაზიანებებით შემოიყვანეს კლინიკაში, აღშფოთებას ვერ ვმალავ
„პაციენტი არის 16 წლის, რომელიც კლინიკაში შემოიყვანეს სადისტური დაზიანებებით. აღშფოთებას ვერ ვმალავ. ჭრილობები მიყენებული აქვს გულ-მკერდის, მუცლის არეში დაზიანებულია მაგისტრალური სისხლძარღვები. იყო მომენტი გულის გაჩერების, რაც ამ მომენტისთვის აღდგენილია. ამ დროისთვის სტაბილიზაცია მივაღწიეთ და დიდი იმედს გამოვთქვა, რომ ბავშვი გადარჩება“, — ამბობს იმედაძე.
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად ორი არასრულწლოვანი ცივი იარაღით მუცლისა და ფეხის არეში დაჭრეს. დაჭრილთაგან ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.