თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. რუსთაველის პროსპექტზე საავტომობილო მოძრაობა დღეს შუაღამიდან პარასკევ დილის 7 საათამდე გადაიკეტება საახალწლო განათების მონტაჟთან დაკავშირებით.
ღამით საავტომობილო მოძრაობა ასევე შეზღუდული იქნება კოსტავას ქუჩის ნაწილზე — მეტრო „რუსთაველიდან“ თბილისის საკონცერტო დარბაზამდე (ფილარმონია), ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ილუმინაციების მონტაჟი 3 დეკემბრამდე გაგრძელდება.
მანამდე თბილისის ახალი მერი კახა კალაძე აცხადებდა, რომ აპირებს მოსახლეობაც ჩართოს საკითხში, თუ როგორ სჯობს დედაქალაქის მორთვა საახალწლოდ.