თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ (-62 კგ) მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველის სპორტსმენის შედეგი ორი დისციპლინის ჯამში 298 კილოგრამს შეადგენს (135 კგ ატაცში, 163 კგ – აკვრაში).
ამ წონით კატეგორიაში ვერცხლი იაპონელმა იოიჩი იტოკაზუმ (299 კგ) მიიღო, ხოლო ჩემპიონი კოლუმბიელი ფრანცისკო ვალენსია გახდა (300 კგ).
საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ში კიდევ სამი სპორტსმენი წარმოადგენს — რევაზ დავითაძე (-85 კგ), ლაშა ტალახაძე (+105) და ანასტასია გოტფრიდი (-90).
მსოფლიო ჩემპიონატი 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.