„Sputnik-საქართველო“ საკუთარ მკითხველებს საერთაშორისო სააგენტოების საუკეთესო ფოტოებს წარმოუდგენს. იხილეთ შთამბეჭდავი სურათები მთელი მსოფლიოდან

ბალიზე ათასობით ტურისტი ჩარჩა. ვულკანი აგუნგის ამოფრქვევის გამო კუნძულის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა ერთი დღით შეფერხდა

კენიის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა რამდენიმე ათასი ადამიანის წინააღმდეგ. ისინი ცდილობდნენ სტადიონზე შეღწევას, სადაც პრეზიდენტის გამეორებით არჩევნებზე გამარჯვებული უჰურუ კენიატის ინაუგურაცია მიმდინარეობდა

აფეთქება მოხდა ჩინეთის ქალაქ ნინბოში, არიან დაზარალებულები

ფრანგული არმიის ისტორიულ ფორმაში ჩაცმული ადამიანები მონაწილეობენ 1812 წელს ბერეზინზე მომხდარი ბრძოლის დადგმაში

სამართალდამცავებმა კვებეკში ულტრამემარჯვენეთა და ანტიფაშისტების აქციის 40-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, კანადა

ჯარის ძაღლი უყურებს პენსიაზე გასული ჯარისკაცების სამხედრო სალამს, ჩინეთი

ესპანელმა ტაქსისტებმა მადრიდში ონლაინ-ტაქსის სერვისების, Uber-ისა და Cabify-ს წინააღმდეგ არაჯანსაღი კონკურენციის გამო მიტინგი გამართეს

ბრიუსელში საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ "ავააზ" ევროკომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა ჰერბიციდების გამოყენებაზე ლიცენზიის გახანგრძლივების წინააღმდეგ. აქტივისტები ყველა მსურველს სთავაზობდნენ ანალიზების უფასოდ ჩაბარებას, რათა დაედგინათ ორგანიზმში გლიფოსატის კონცენტრაციის დონე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ეს ნივთიერება ფართოდ გამოიყენება სარეველა ბალახთან საბრძოლველად, შესაძლოა ჰქონდეს კანცეროგენული თვისებებიც

პრესტიჟულ საერთაშორისო სილამაზის კონკურსის "მის სამყარო 2017" ტიტული მოიპოვა 22 წლის სამხრეთ აფრიკელმა დემი-ლი ნელ-პიტერსმა

სალონიკში სახლის აუქციონების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმის წევრებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა, საბერძნეთი