ჩოხატაურელმა გოგონებმა ნიუ–იორკი დაიპყრეს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშინიუ–იორკი
ნიუ–იორკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი შემსრულებლები საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე გრან–პრით დაჯილდოვდნენ

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ვოკალური ანსამბლ „ჯინსების თაობის“ ორი სოლისტი აშშ–ში მუსიკალური ფესტივალის პრიზიორი გახდა.

ჩოხატაურელმა ლილიანა ლომინეიშვილმა და ქეთი მოდებაძემ გრან–პრი საერთაშორისო ვოკალურ ფესტივალ Pearl of New York 2017–ზე მიიღეს, რომელიც კაუფმანის მუსიკალურ ცენტრში 26 ნოემბერს გაიმართა. 

საქართველოს წარმომადგენლების გარდა, ღონისძიებაში ათი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გოგონებმა ფესტივალში მონაწილეობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით მიიღეს.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 

„ვულოცავთ გოგონებს და წარმატებებს ვუსურვებთ“, – ნათქვამია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

 ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ჯინსების თაობა“ 2009 წლიდან ფუნქციონირებს. კოლექტივის ხელმძღვანელია ლარისა დოლიძე. ჯგუფის რეპერტუარშია როგორც თანამედროვე საესტრადო სიმღერები და კლასიკური კომპოზიციები, ისე ქართული სიმღერები. ანსამბლი მშობლიურ სოფელში კონცერტებს ხშირად მართავს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0