თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი და დაშავდა, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ შსს–ს პრეს–სამსახურში.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მანქანაში მჯდომი ერთ-ერთი გოგონა ავტომობილიდან გადმოვარდა.
დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღნიშნებათ და ისინი თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული, განაცხადა პრეს–სამსახურის წარმომადგენელმა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შოთა ნოზაძე