არაბეთის შეიხს საქართველოში სატვირთო აეროპორტის აშენება სურს

© Courtesy of Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaშეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ-ნაჰაიანი
შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ-ნაჰაიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებით არის დაინტერესებული.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრი, შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ-ნაჰაიანი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის გაორმაგებასა და აეროპორტის აშენებას აპირებს.

ამის შესახებ მან „აბრეშუმის გზის" ფორუმზე განაცხადა. ფორუმი საქართველოში მეორედ გაიმართა. ღონისძიებაზე პროექტში მონაწილე ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„უახლოეს ორ წელიწადში ინვესტიციების გაორმაგებას ვაპირებ. ამგვარად გამოვხატავ საქართველოს ხელისუფლების ნდობას. საქართველო განვითარებული ქვეყანაა და ეს ეკონომიკურ ზრდაში ჩანს. ჩვენ ინვესტირებას საქართველოში მომავალშიც გავაგრძელებთ. პირადად მე პორტისა და აეროპორტის აშენებას ვაპირებ", — განაცხადა შეიხმა ალ-ნაჰაიანმა.

ელექტრობუსი - Sputnik საქართველო
ვინ იყიდის საქართველოში აწყობილ ელექტროავტობუსს

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, საუბარია თბილისის საზღვრებს გარეთ სატვირთო აეროპორტის მშენებლობაზე.

„შეიხი ნაჰაიანი არა სამგზავრო, არამედ სატვირთო აეროპორტის მშენებლობით არის დაინტერესებული თბილისის გარეთ", — განაცხადა ქუმსიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

შეიხი ნაჰაიანი არის საინვესტიციო ჯგუფ Abu Dhabi Group-ის თავმჯდომარე. ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჯგუფმა საქართველოში უკვე ჩადო 150-200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია.

უფრო ადრე საქართველოს საუდის არაბეთის კომპანიის Al-Bawani Group წარმომადგენლები ეწვივნენ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით და საქართველოში ინვესტირების სურვილი გამოთქვეს.

ყველა ახალი ამბავი
0