„უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 30 ნოემბერს - 3 დეკემბერს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში
თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიჭიერი ენდრიუ გარფილდი რეალურ მოვლემებზე დაფუძნებულ საოცარ ისტორიაში, უამრავი სასაცილო, საშინელი და ლამაზი ფილმი – „Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ თბილისური კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ

30 ნოემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები იმართება:

„უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“  (Breathe) — რეჟისორ ენდი სერკისის ბრიტანული მელოდრამა. მთავარ როლებში ენდრიუ გარფილდი და კლერ  ფოი. ახალგაზრდა დიანა მოხიბლულია სიცოცხლით სავსე და ენერგიული რობინ კავენდიშით. ისინი ქორწინდებიან და საქორწილო მოგზაურობაში მიემგზავრებიან. მაგრამ იქ მათი ცხოვრება მთლიანად შეიცვლება. რობინს დაემართა პოლიომელიტი და მთელი მისი სხეული პარალიზებულია. იმისათვის, რომ ისუნთქოს, მას გვერდით მასიური სამედიცინო აპარატი სჭირდება, მაგრამ არც მას, არც მის ცოლს ეს არ აწყობს. ოქსფორდელი პროფესორის დახმარებით ისინი შექმნიან სავარძელს, რომელიც რობინს გადაადგილების საშუალებას მისცემს. ცოლთან ერთად გმირი მოგზაურობაში მიემგზავრება, რათა დაამტკიცოს, რომ ცხოვრება ნებისმიერ შემთხვევაში მშვენიერია.

საინტერესო ფაქტები: ფილმი რეალურ ამბებს ეფუძნება. ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი გახდა ჯონატან კავენდიში, რეალური რობინ კავენდიშის შვილი, რომლის შესახებაც არის გადაღებული ეს ფილმი. ინვალიდების უფლებების დაცვისთვის რობინ კავენდიში ბრიტანული იმპერიის ორდენით დაჯილდოვდა. 

გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა ამერიკული კომედია „მამიკო სახლშია 2“ (Daddy's Home 2), ფსიქოლოგიური ტრილერი „სიკვდილის ზღვარზე“ (Flatliners) და ბრიტანული კრიმინალური ტრილერი „თოვლის კაცი“ (The Snowman).

ასევე თბილისის კინოთეატრებში — ფანტასტიკურ–სათავგადასავლო ბოევიკი „სამართლიანობის ლიგა“, ამერიკული საოჯახო დრამა „საოცრება“, ამერიკული კომედიური დეტექტივი „სუბურბიკონი“, კრიმინალური დრამა „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“, ამერიკული ფილმი-ფენტეზი „თორი: რაგნაროკი“ (Thor: Ragnarok), ზაზა ურუშაძის „აღსარება“ და გიორგი ოვაშვილის ბოლო ფილმი „ხიბულა“.

მულტფილმები ბავშვებისთვის:  კომპიუტერული ანიმაციური მუსიკალური ფილმი „კოკო“ (Coco), კომედიური მულტფილმი „მონსტრების ოჯახი" (Happy Family) დამულტფილმი-ფენტეზი „პატარა ვამპირი“ (The Little Vampire 3D).

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0