სასიკვდილო პროტესტი: ხორვატმა გენერალმა ჰააგის ტრიბუნალზე თავი მოიწამლა

© AP Photo / Peter Dejongჰააგის სასამართლო
ჰააგის სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარმა მოსამართლემ სხდომათა დარბაზი დანაშაულის ადგილად გამოაცხადა

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ბოსნიელი ხორვატების სარდალი სლობოდან პრალიაკი საავადმყოფოში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ჰააგაში სასამართლო პროცესზე დემონსტრატიულად მიიღო საწამლავი, იუწყება გამოცემა Daily Mail ხორვატიის მედიაზე დაყრდნობით.

ყოფილ იუგოსლავიის საკითხებზე საერთაშორისო ტრიბუნალის სხდომაზე ჰააგაში ცხადდებოდა სასამართლოს ვერდიქტის დადასტურება, რომელიც 2013 წელს ექსვი ხორვატი პოლიტიკური ხელმძღვანელის მიმართ იყო გამოტანილი.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ დაიწყო შედეგების გამოცხადება, ყოფილმა გენერალმა წარმოთქვა: „სლობოდან პრალიაკი არ არის სამხედრო დამნაშავე. მეზიზღება ეს პროცესი და მძულს თქვენი ვერდიქტი“. შემდეგ მან ფლაკონიდან მუქი ფერის სითხე დალია. სხდომა შეწყდა, გამოიძახეს ექიმები. 

ექვს მსჯავრებულს ბრალად ედებათ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში 1992-1995 წლებში კონფლიქტის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და ჟენევის კონვენციის დარღვევა. სასამართლომ აღიარა, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული მუსლიმი და დანარჩენი არახორვატი მოსახლეობის განდევნისა და ბოსნიისა და ჰერცეგოვინას „ხორვატული“ ტერიტორიების შემოერთების მიზნით. ამ ქმედებებს ახლდა მკვლელობები, დევნა, წამება, დეპორტაციები და სხვა ბოროტმოქმედებები.


ყველა ახალი ამბავი
0