პრესტიჟულ საერთაშორისო სილამაზის კონკურსის "მის სამყარო 2017" ტიტული მოიპოვა სამხრეთ აფრიკელმა დემი-ლი ნელ-პიტერსმა. იხილეთ კონკურსის გამარჯვებულის ფოტოები
სამხრეთ აფრიკელმა გოგონამ უნივერსიტეტი "მენეჯმენტის" განხრით დაამთავრა, ასევე მონაწილეობს ქალებისათვის თავდაცვის ტექნიკის შესწავლის პროგრამაში სახელწოდებით Unbreakable.

ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსის "მის სამყარო 2017" გამარჯვებული 22 წლის სამხრეთ აფრიკელი დემი-ლი ნელ-პიტერსი გახდა

სამხრეთ აფრიკელმა გოგონამ უნივერსიტეტი "მენეჯმენტის" განხრით დაამთავრა, ასევე მონაწილეობს ქალებისათვის თავდაცვის ტექნიკის შესწავლის პროგრამაში სახელწოდებით Unbreakable

დემი-ლი ნელ-პიტერსმა ტრადიციულად მიიღო ბრილიანტებითა და საფირონებით მორთული თეთრი ოქროს გვირგვინი, და სარეკლამო კონტრაქტი

ცნობილი კონკურსი ლას-ვეგასში გაიმართა

პირველ სამეულში გავიდნენ იამაიკელი დავინა ბენეტი და კოლუმბიელი ლაურა გონსალესი. კონკურსში სულ 92 გოგონა მონაწილეობდა

ახლა დემი-ლი ნელ-პიტერსს წინ ელის ერთ წლიანი მსოფლიო ტურნე საქველმოქმედო აქციებით. სილამაზის დედოფალი, რომელსაც თავის დაცვაც შეუძლია და მძარცველების წინააღმდეგ ცოდნით უსარგებლია, აპირებს ქალებს საკუთარი უფლებების არამხოლოდ მუშტებით დაცვას შეასწავლის. დემი-ლი ნელ-პიტერსი ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურებას შორის სხვაობას მიიჩნევს

დემი-ლი ნელ-პიტერსმა ფინალის შემდეგ თავადაც აღნიშნა, რომ კონკურსში გამარჯვებისათვის აუცილებელია შიშის დაძლევა და თავდაჯერებულობა

გამარჯვებული ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურებას მიიღებს წარმომადგენლის ფუნქციების შეთავსებისათვის, ასევე მას ნიუ-იორკში ძვირადღირებული სახლი და სხვა პრიზებიც გადასცეს

დემი-ლი ნელ-პიტერსი თავისუფლად საუბროს ინგლისურ და აფრიკულ ენებზე, და ამაყობს იმით, რომ მას ოთხი მშობელი ჰყავს (მისი მშობლები განქორწინდნენ და შემდეგ სხვებზე იქორწინეს). მას ჰყავს ნახევარდა, რომელსაც დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობები მქონეა - დემი-ლი ამბობს, რომ დის პრობლემები მას გამარჯვებისთვის მოტივაციას უზრდიდა

კონკურსის პრედენტენტები ჟიურიმ გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით დაჰყო. ფასდებოდა მათი პოდიუმზე სიარული საღამოს კაბებითა და საცურაო კოსტიუმებით, საინტერესო და ჭკვიანური პასუხი კითხვა-პასუხის სერიაში

კონკურსი "მის სამყარო" ყოველ წელს იმართება 1952 წლიდან. 1993-დან 2015 წლამდე სილამაზის კონკურსი ეკუთვნოდა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ფოტოზე - კონკურსის ხუთი ფინალისტი: "მის სამხრეთ აფრიკა" დემი-ლი-ნელ-პიტერსი, "მის ვენესუელა" კეისი საიაგო, "მის ტაილანდი" მარია პუნლერტლარპი, "მის იამაიკა" დავინა ბენეტი და მის" კოლუმბია" ლორა ერნანდესი