გიორგი აბაშიშვილი: პრეზიდენტის არჩევის წესზე პლებისციტი უნდა ჩატარდეს

© photo: courtesy of George Abashishviliგიორგი აბაშიშვილი
გიორგი აბაშიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმაღლესი ლეგიტიმაციაა, როდესაც ქვეყნის პირველ პირს ხალხი ირჩევს, განუცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ტელეკომპანია „იმედს".
გიორგი აბაშიშვილის აზრით პრეზიდენტის არჩევის წესზე პლებისციტი უნდა ჩატარდეს

„თუ მაინცდამაინც ვინმეს ეჭვი ეპარება სურს თუ არა ხალხს პირდაპირი წესით აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი, ამისთვის მოვუწოდებთ ყველას რომ ჩაატარონ პლებისციტი"- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პარლამენტის მიერ სექტემბერში დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად 2024 წელს საქართველოს პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იურიდიულად უფრო სწორია თუ პრეზიდენტს არა საარჩევნო კოლეგია, არამედ პარლამენტი აირჩევს

ყველა ახალი ამბავი
0