თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. 27 ადამიანი დაშავდა ესპანეთის რეგიონ ანდალუსიაში ლიანდაგიდან სამგზავრო მატარებლის გადასვლის შედეგად, იუწყება РИА Новости ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
ტრაგედია მოხდა ოთხშაბათს სარკინოგზო მაგისტრალის წიწაბო მონაკვეთზე, რომელიც წვიმის დროს დასველდა. კატასტროფის შედეგად დაშავდა 27 ადამიანი, ზოგი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. სულ მატარებელში 79 მგზავრი იმყოფებოდა.
(Via @Tiempo_Mercedes) pic.twitter.com/HTtZJYoLEk
— Andalucía in English (@andalucia_news) November 29, 2017
მაშველებზე და მედიკოსებზე ადრე დაშავებულებს დახმარება ადგილობრივმა ფერმერებმა აღმოუჩინეს. მოგვიანებით მძიმედ დაჭრილები საავადმყოფოებში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
— Emergencias 112 (@E112Andalucia) November 29, 2017