ბეროშვილი: მეგონა, რადგან ჯიმ მორისონიც აკეთებდა ამას, ამითი განსაკუთრებული ვიყავი

© FB / Nino Jajanidzeილო ბეროშვილი
ილო ბეროშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი მის ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს.
ბეროშვილი: მეგონა, რადგან ჯიმ მორისონიც აკეთებდა ამას, ამით განსაკუთრებული ვიყავი

„24 წლის ვიყავი სიგარეტის მოწევა, სასმელის დალევა რომ დავიწყე. ასე ვთქვათ, ყველაფერი „ექსპრეს“ გავიარე. მაშინ ის დრო რომანტიზებული იყო, სიგარეტის მოწევიდან დაწყებული, სხვა მავნე ჩვევებით დამთავრებული. მე მაშინ არ ვთვლიდი, რომ პრობლემა მაქვს. მეგონა, რადგან ჯიმ მორისონიც აკეთებდა ამას, ამითი განსაკუთრებული ვიყავი“, — ამბობს ბეროშვილი.

ილო ბეროშვილის თქმით, ნარკოტიკს ათასში ერთხელ თუ შეეხებოდა, მაგრამ მერე ამას ალკოჰოლიც დაემატა. თვლის, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო, თუმცა გადალახა, უკვე თითქმის ორი წელია მავნე ჩვევები დაივიწყა და ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0