საქართველოს დედაქალაქში სიმღერის საერთაშორისო კონკურსი "საბავშვო ევროვიზია 2017“-ის ფინალი გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში საუკეთესო კადრები მუსიკალური შოუდან.
"საბავშვო ევროვიზია 2017“-ის გამარჯვებული რუსი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა, მან 188 ქულა მოიპოვა და საქართველოს წარმომადგენელს მხოლოდ სამი ქულით აჯობა. მესამე ადგილი დაიკავა ავსტრალიამ.

1/16
© photo: Sputnik / Stringer
მუსიკალურ იკონკურსის ფინალი სპორტის სასახლეში გაიმართა - შოუს დროს დარბაზი სრულიად გარდაიქმნა და საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა

2/16
© Sputnik / Denis Aslanov
კონცერტის გასაფორმებლად შოუს ავტორებმა მრავალი თანამედროვე ვიზუალური ეფექტი გამოიყენეს

3/16
© Sputnik / Denis Aslanov
კონკურსის გამარჯვებული რუსი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა, მან 188 ქულა მოიპოვა და საქართველოს წარმომადგენელს მხოლოდ სამი ქულით აჯობა

4/16
© Sputnik / Denis Aslanov
საქართველოს წარმომადგენელმა - 12 წლის გრიგოლ ყიფშიძემ კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა

5/16
© Sputnik / Denis Aslanov
კონკურსის ფინალი ყველა მონაწილისათვის და მაყურებლისათვის დაუვიწყარი გახდა

6/16
© Sputnik / Denis Aslanov
მესამე ადგილი ავსტრალიამ დაიკავა 172 ქულით. ხუთეულში მოხვდა ჰოლანდია (156) და ბელარუსი (149)

7/16
© Sputnik / Denis Aslanov
ყველაზე ძიერების ათეულში ასევე შევიდა სომხეთი, უკრაინა, პოლონეთი, მალტა და სერბეთი

8/16
© Sputnik / Denis Aslanov
რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი "საბავშვო ევროვიზიის" ფინალში

9/16
© Sputnik / Denis Aslanov
მოსკოველი პოლინა ბოგუსევიჩი კონკურსში გამარჯვებისათვის ჯილდოს ღებულობს. მთავარი პრიზი არის მინის მიკროფონი ფერადი ზოლებით, რაც ხმის ტალღის სიმბოლოა

10/16
© Sputnik / Denis Aslanov
უმაღლესი შეფასება - 12 ქულა - საქართველოს მისცა რუსეთმა, პოლონეთმა, ბელარუსმა, უკრაინამ და ალბანეთმა. ავსტრალიისგან, ირლანდიისგან, მალტისგან და მაკედონიისგან საქართველომ 10 ქულიანი შეფასება მიიღო, სერბეთისგან - 8, იტალიისგან კი - 6. კვიპროსმა კი ქართველი მონაწილე 3 ქულით შეაფასა

11/16
© Sputnik / Denis Aslanov
კონკურსში სულ 16 ქვეყანა მონაწილეობდა

12/16
© Sputnik / Denis Aslanov
შოუს წამყვანი იყო ელენე კალანდაძე და ლიზი პოპი, რომელიც საქართველოს 2014 წლის "საბავშვო ევროვიზიაზე" წარმოადგენდა

13/16
© Sputnik / Denis Aslanov
საქართველომ აქამდე სამჯერ გაიმარჯვა "საბავშვო ევროვიზიაზე" - 2008, 2011 და 2016 წლებში

14/16
© Sputnik / Denis Aslanov
2017 წელს გამართული "საბავშვო ევროვიზია" რიგით მე-15 იყო

15/16
© Sputnik / Denis Aslanov
საქართველომ "საბავშვო ევროვიზია 2017-ის" ჩატარების უფლება 2016 წელს ათი წლის მარიამ მამადაშვილის გამარჯვებით მოიპოვა

16/16
© Sputnik / Denis Aslanov
საბავშვო მუსიკალური კონკურსი "საბავშვო ევროვიზია 2018" მინსკში გაიმართება