ეს ვიდეო შშმ სამხედრო პირების სპორტულ შეჯიბრება Invictus Games-ზეა გადაღებული. კადრში ჩანს, როგორ ჰპარავს ორი წლის ტორონტოელი ემილი ჰენსონი პოპკორნს ბრიტანეთის პრინც ჰარის მანამ, სანამ ეს უკანასკნელი მეზობელთან გაცხარებით მსჯელობს რაღაც თემაზე.
ჰარი იმდენად გართული იყო, როგორც ჩანს, ფრიად საინტერესო საუბრით, რომ თავიდან ვერც კი შენიშნა დედის კალთაში მჯდარი მეზობელი გოგონას „უსაქციელობა“, მიუხედავად იმისა, რომ მათი ხელები რამდენჯერმე ერთმანეთსაც კი შეხვდა პოპკორნით სავსე ვედროში. პატარა „ქურდბაცაცამ“ უყურადღებობით მშვენივრად ისარგებლა და კარგადაც ჩაიტკბარუნა პირი პრინცის პოპკორნით.
საბოლოოდ ჰარიმ პაწაწა „ფაქტზე გამოიჭირა“ და ახლა მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა.
ვიდეო ძალიან სწრაფად გახდა საოცრად პოპულარული სოციალურ ქსელებში და კარგადაც გაართო ინტერნეტ-მომხმარებლები.