როდის დაიწყებს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას

გამოწერა
საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებების მეორე რაუნდის ინიცირება ქვეყნის უზენაეს კანონის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრულ თანხვედრაში მოსაყვანად მოხდა, განუცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.
როდის დაიწყებს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას

„ცვლილებები  ძირითადად შეეხება ბონუსების სისტემის და ასევე ბლოკების ნაწილს, რომელიც იყო ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული. ჩვენ შემდეგ სესიაზე შეგვეძლება  უკვე იმ შეჯერებული ვარიანტის დამტკიცება, რომელიც საჯარო განხილვების შემდგომ იქნება წარმოდგენილი“ —აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

საქართველოში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა უკვე დაიწყო, კანონპრექტი ითვალისწინებს „ბონუსების სიტემის“ გაუქმებას პარლამენტში ადგილების განაწილებისას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ბლოკების შექმნის შესაძლებლობას,  აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის სტანდარტების დაზუსტებას და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქვორუმის დაწევას. გარდა ამისა, კონსტიტუციაში ანაკლიის პორტის ეკონომიკური ზონის განსაკუთრებული სტატუსი განისაზღვრება.

ყველა ახალი ამბავი
0