თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ავსტრიელმა დიზაინერმა კლემენს შილინგერმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც გაჯეტებზე დამოკიდებულებას ებრძვის, იუწყება РИА Новости გამოცემა The Verge-ზე დაყრდნობით.
გამოგონება წარმოადგენს პლასტიკის მულაჟს, რომელიც ნამდვილი სმარტფონის იმიტაციაა ფორმითა და მასით. „ეკრანზე“ მოძრავი ქვის ბურთულებია მოთავსებული. ამ ბურთულების ტრიალისას ადამიანი იგივე მოძრაობებს აკეთებს, როგორც გაჯეტის სარგებლობისას.
შილინგერი აღნიშნავს, რომ ადამიანები ხშირად იკავებენ თავის სმარტფონებს ხელში არა რაღაც ფუნქციებისათვის, არამედ იმიტომ, რომ არ იციან, „ხელები სად წაიღონ“.
სმარტფონის შემცვლელი ონლაინ-მაღაზიებში მალე გაიყიდება. ის ვენის დიზაინის კვირეულის ფარგლებში (Vienna Design Week) იყო წარმოდგენილი.