აზერბაიჯანის ლიდერმა ქართველ ხალხს მიუსამძიმრა

© Sputnik / Seyran Baroyanხანძარი ბათუმის სასტუმროში
ხანძარი ბათუმის სასტუმროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც ბათუმის სასტუმროში ხანძრის გამო დატრიალებული ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" სახელმწიფო მეთაურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

ყვავილები და ანგელოსის ფიგურა დაღუპულთა ხსოვნისთვის - Sputnik საქართველო
გლოვის დღე: საქართველო ბათუმის ხანძრის მსხვერპლს გლოვობს

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში" პარასკევს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ხანრის ეპიცენტრი, სავარაუდოდ, სპა–სალონში იყო. შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, დაშავდა 21. ერთ-ერთი დაღუპული ირანის, დანარჩენები — საქართველოს მოქალაქეები არიან.

„ძალიან ვწუხვარ ბათუმის სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების გამო. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გისამძიმრებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მთელ ქართველ ხალს, დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", — ნათქვამია გზავნილში.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

ყველა ახალი ამბავი
0