ადამიანები საკუთარი ნივთების გადარჩენისას დაიღუპნენ: სასტუმროს მფლობელი ტრაგედიაზე

© Sputnik / Seyran Baroyanხანძარი "ლეოგრანდში"
ხანძარი ლეოგრანდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასტუმრო „ლეოგრანდის" მფლობელმა უარყო როგორც ხელისუფლების, ისე მასმედიის ვერსიები ხანძართან დაკავშირებით

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის სასტუმრო „ლეოგრანდში" (LEOGRAND) ხანძრის დროს ადამიანები იმის ნაცვლად, რომ კიბით ესარგებლათ და ქუჩაში გასულიყვნენ, გარდერობში ნივთების ასაღებად გაემართნენ, განაცხადა სასტუმროს მფლობელმა ეროლ ავგორენმა.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში" პარასკევს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ხანრის ეპიცენტრი, სავარაუდოდ, სპა–სალონში იყო. შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, დაშავდა 21. ერთ-ერთი დაღუპული ირანის, დანარჩენები — საქართველოს მოქალაქეები არიან. 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ყვავილები და ანგელოსის ფიგურა დაღუპულთა ხსოვნისთვის - Sputnik საქართველო
გლოვის დღე: საქართველო ბათუმის ხანძრის მსხვერპლს გლოვობს

„სამწუხაროდ, ხანძრის დროს ისინი ქუჩაში კიბით გაქცევის ნაცვლად გარდერობში ნივთების ასაღებად გაემართნენ. კვამლი სწრაფად გავრცელდა. ხანძარი ვერ გაჩნდებოდა ბუნებრივი მიზეზების გამო. ვენდობი საქართველოს მართლმსაჯულებას. დარწმუნებული ვარ, რომ იგი მომხდარის ჭეშმარიტ მიზეზებს დაადგენს", — განაცხადა ავგორენმა, იუწყება აჭარის ტელევიზია თურქულ მასმედიაზე დაყრდნობით.

ხანძრის ჩაქრობა ოთხ საათში მოხერხდა. მეხანძრე-მაშველებმა ქუჩაში ცხედრების გამოტანა დაიწყეს. ქართული მასმედია აცხადებდა, რომ მათი უმრავლესობა ლიფტში აღმოაჩინეს. ეს ინფორმაცია სასტუმროს მესაკუთრემ უარყო.

„ამბობენ, რომ ახალგაზრდები ლიფტში დაიღუპნენ, თუმცა ეს ასე არ არის. დაღუპულები არ უპოვიათ ლიფტში, არამედ მის კარებთან სპა-სალონში. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მყისიერად ამუშავდა. პროკურატურა, პოლიცია და მეხანძრეები მალე გამოაქვეყნებენ წინასწარ განცხადებას", — დასძინა მან.

იმავე ღამეს, ადგილზე ჩასულმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „რუსთავი2"-თან საუბრისას განაცხადა, რომ სასტუმროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, კერძოდ, არ იყო სახანძრო კიბეები. ქართულ მასმედიაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროს მფლობელები რამდენიმე თვის წინ გაუმართავი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გამო დააჯარიმეს.

სასტუმროს მფლობელმა ორშაბათს გამართა პრესკონფერენცია, რომლის დროსაც განაცხადა, რომ „ლეოგრანდი" უსაფრთხოების ზომების დარღვევისთვის არ დაუჯარიმებიათ.

ხანძარი ბათუმში, სასტუმრო ლეო გრანდში - Sputnik საქართველო
ტრაგედია ბათუმში: ხანძარი სასტუმრო "ლეოგრანდში"

„სასტუმროში დასაქმებული პერსონალი განაგრძობს მუშაობას. დეტალურ ინფორმაციას ჩვენი ადვოკატები წარმოადგენენ. მინდა განვაცხადო, რომ სასტუმრო შეესაბამება სტანდარტებს. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჯარიმა არ ჩვენთვის არ დაუკისრებიათ", — განაცხადა მან.

ავგორენმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 243-ე მუხლით („სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი"), რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0