2017 წლის ევროპის საუკეთესო უფლებადამცველი ქართველი ადვოკატი გახდა

© FB / Georgian Bar Associationსაქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) პრესტიჟული ჯილდო გადასცეს
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) პრესტიჟული ჯილდო გადასცეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ბრიუსელში დააჯილდოვეს.

რა შეგრძნებაა, როცა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე 8-წლიანი საქმიანობის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის სამიტზე ევროპის ადვოკატთა ყველაზე დიდი გაერთიანება 2017 წლის ადამიანის უფლებათა ყველაზე ძლიერ დამცველად გაცხადებს? ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ ამ მომენტამდე დიდი გზა გაიარა — წინააღმდეგობებით, ადვოკატთა დამორჩილების მცდელობითა და ინსტიტუციონალური პრობლემების გადალახვით. არც ბრიუსელში ანიჭებენ ასეთ ჯილდოების შემთხვევით. ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს (CCBE) მმართველმა კომიტეტმა ერთხმად, 32 ქვეყნის წარმომადგენლის და 13 ასოცირებული ქვეყნის დელეგეტების მხარდაჭერით, გაიზიარა ადამიანის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაცია. ორგანიზაცია ევროპაში მოღვაწე მილიონზე მეტ ადვოკატს აერთიანებს. 24 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპის პარტიორობის სამიტის მიმდინარეობისას, ქართველი ადვოკატებიც ზეიმობდნენ ასოციაციის პრეზიდენტის დაჯილდოებას.

© FB / Lawyer Pridon Sikhuashviliზაზა ხატიაშვილი კოლეგასთან ერთად
ზაზა ხატიაშვილი კოლეგასთან ერთად - Sputnik საქართველო
ზაზა ხატიაშვილი კოლეგასთან ერთად

ზაზა ხატიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ახლადარჩეულ ვიცე-პრეზიდენტთან, მარია სლაზაკთან, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უდიდესი მეგობარია. სახელგანთქმული პოლონელი იურისტი და უფლებადამცველი მარია სლაზაკი ხშირად სტუმრობს საქართველოს და ყველა კრიტიკულ მომენტში ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ადვოკატებს. „ქართველი ადვოკატები არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც გამორჩეულნი არიან და ისინი თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ თურქ, უკრაინელ და სხვა მეზობელი ქვეყნების უფლებადამცველებს“, — ამბობს მარია სლაზაკი. 

ორმხრივ შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც იბრძვის ადამიანის უფლებებისათვის. ეს არის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ასოციაციის არსებობის ისტორიაში. ზაზა ხატიაშვილის თქმით, ადვოკატთა ასოციაცია კვლავ გააგრძელებს ბრძოლას საქართველოში ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისათვის. „ჩემი აზრით, ეს ყველა ქართველი ადვოკატის დამსახურება და ჯილდოა, ვინც პატიოსნად ემსახურება ჩვენს საქმეს. ჩვენ გვინდა, ქართველი ადვოკატის საქმიანობა და მისი წონა საზოგადოებაში ისეთივე მაღალი და მნიშვნელოვანი იყოს, როგორც ევროპაშია“, — აცხადებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. 

ევროპის ადვოკატთა ასოციაციების ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე პატრიკ ჰენრი ამბობს, რომ ზაზა ხატიაშვილმა ეს ჯილდო ნამდვილად დაიმსახურა თავისი დაუღალავი ბრძოლით. 

9 დეკემბერს კი საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. ზაზა ხატიაშვილი კი 8 წლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ უკვე პრაქტიკული საადვოკატო საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.


ყველა ახალი ამბავი
0