მისაღებ გამოცდებზე ზოგიერთი საგნის რუსულ ენაზე ჩაბარება აიკრძალა

© photo: Sputnik / Fuad Gasanovსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვა შეეხება მხოლოდ არჩევით საგნებში გამოცდებს, ზოგად უნარებში გამოცდის ჩაბარება მშობლიურ ენაზე იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik.  2018 წელს საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  არჩევით საგნებში გამოცდები მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება, აბიტურიენტები ტესტირებას რუსულ ენაზე ვერ გაივლიან, ნათქვამია საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა ოთხი გამოცდა უნდა ჩააბარონ. მათგან სამი სავადებულო: ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა და ერთიც არჩევითი საგანი: ლიტერატურა, მათებატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. ზემოთ აღნიშნული სიახლე სწორედ ამ საგნებს შეეხება.

გამონაკლისი მხოლოდ იმ აბიტურიენტებს შეეხებათ, რომელთაც ზოგადი განათლება მიღებული აქვთ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე. მათ კვლავ შეეძლებათ არჩევით საგნებში გამოცდა რუსულ ენაზე ჩააბარონ.

სპეციფიკიდან გამომდინარე, სიახლე  არ შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას. ეს გამოცდა ჩატარდება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე, აღნიშნავენ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.


ყველა ახალი ამბავი
0