თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თავისუფალის სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის (U-23) გამარჯვებულია — ტურნირი პოლონეთის ქალაქ ბიდგოშში იმართება.
შეჯიბრების დაწყებამდე პეტრიაშვილი, რომელმაც წელს ევროპის ახალგაზრდული პირველობა და უფროსებში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, გამარჯვების ძირითად პრეტენდენტად მიიჩნეოდა. საკუთარი სტატუსი ქართველმა სპორტსმენმა დაამტკიცა ფინალში, როდესაც 3 წუთსა და 42 წამში რუსეთის წარმომადგენელ მაჰომედამინ დიბიროვს ანგარიშით 11:0 მოუგო.
თავისუფალ ჭიდაობაში კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებს ირაკლი მწითურმა მოუტანა, რომელმაც 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ჩემპიონატის U-23 მეორე დღეს, 26 ნოემბერს, საქართველოს ოთხ წონით კატეგორიაში წარადგენენ: ივერიკო ჯულაყიძე (-65 კგ), მირზა სხულუხია (-70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (-74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (-97 კგ).