თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, ორის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
სოფელ ხრესილთან ერთმანეთს შეეჯახა Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი.
შემთხვევა შაბათ საღამოს მოხდა.
შვიდი დაშავებული უკვე სახლში გაეწერა, ორის მდგომარეობა მძიმე რჩება.
„ჩვენს საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებით ცხრა დაშავებული მოიყვანეს. ორის მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ მძიმეა. ერთი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, მეორეს ინტერვენციულში ვაგზავნით. დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, — განაცხადა ექიმმა იური ელიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.