ბათუმის სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის დროს დაშავებულთა დახმარებაში სასწრაფოს ათობით ბრიგადა მონაწილეობდა. იხიეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ეხმარებოდნენ ექიმები და მაშვეები ხანძრის დროს სასტუმროში მყოფ ადამიანებს
თერთმეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაახოებით 20 ადამიანია გადაყვანილი საავადმყოფოებში. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ უმეტესობამ საავადმყოო დატოვა.
ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა 17 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა აჭარიდან, გურიიდან და სამეგრელოდან. სამაშველო ოპერაციაში ასევე ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი.