ხანძარი გაჩნდა ბათუმის ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "ლეოგრანდში". Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში იხილავთ სურათებს შემთხვევის ადგილიდან, სადაც 11 ადამიანი დაიღუპა.
ხანძრის ლიკვიდაციისა და სამაშველო სამუშაოებში 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა, ასევე მეხანძრეებისა და მაშველების დამატებითი ბრიგადები აჭარის რაიონებიდან, გურიიდან და სამეგრელოდან.

ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "ლეო გრანში" ხანძრის შედეგად ადიღუპა საქართველოს 10 მოქალაქე და ირანის ერთი მოქალაქე, სულ დაღუპულია 11 ადამიანი

ხანძარი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. შენობაში მყოფი ხალხს ბოლისგან სუნთქვა უჭირდა, ამიტომ სასტურმოს სწრაფად დატოვება გართულდა - როგორც აღმოჩნდა, ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროს სახანძრო კიბეები არ გააჩნია

მეხანძრეებისა და მაშველების ოპერატიულობის წყალობით სასტუმროდან 100-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა

ხანძრის ჩაქრობაში 17 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მონაწილეობდა

ხანძრის ჩაქრობაში ათობით მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა აჭარიდან, გურიიდან და სამეგრელოდან

აგილზე მობილიზებული იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს 200 თანამშრომელი

შემთხვევის ადგილზე ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ათობით ბრიგადა. საავადმყოფოში გადაყვანილია 21 ადამიანი

ხანძრის გაჩენის მომენტში სასტუმროში იმყოფებოდა სილამაზის კონკურსი "მის საქართველოს" 20 მონაწილე. მათგან არცერთი არ დაშავებული. ხანძრის გაჩენისას კონკურსანტები სასტუმროს რესტორანში ვახშმობდნენ. ისინი შენობიდან ღია ტერასის საშუალებით გამოიყვანეს

ხანძართან დაკავშირებით "მის საქართველოს" ფინალი, რომელიც ბათუმში უნდა გამართულიყო, გადაიდო. ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 26 ნოემბერს უნდა გაიმართოს

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 2015 წელს გაიხსნა. თურქული მედიის ინფორმაციით, სასტუმრო თურქ ბიზნესმენს, ეროლ ავგორენს ეკუთვნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვიი ხანძრის გაჩენის შემდეგ ოპერატიულად ჩავიდა ბათუმში და განაცხადა, რომ ხანძრის გაჩენაში დამნაშავეები პასუხს მკაცრად აგებენ