თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. დღეს, 25 ნოემბერს, ქობულეთში, აღმაშებელის გამზირზე სპეცოპერაცია ჩაატარდა — ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
ტელეარხის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთი პირი ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, ნაქირავებ ბინაში დააკავეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
„საზოგადეობრივი მაუწყებლის“ პირველი არხი შსს-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნასა ან გასაღებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.