საქართველოს რაგბის ნაკრებმა ტესტ-მატჩში აშშ-ის გუნდს მოუგო

© FB / Georgian Rugbyტესტ-მატჩი საქართველოს და უელსის ნაკრებებს შორის
ტესტ-მატჩი საქართველოს და უელსის ნაკრებებს შორის - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებებს შორის მატჩის ბოლო წუთებმა შეხვედრის შედეგი განაპირობა

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა თბილისში მიმდინარე სეზონის დასკვნით ტესტ-მატჩში აშშ-ს გუნდს ანგარიშით 21:20 მოუგო.

შეხვედრის პირველ ნახევარში უპირატესობა ხან მასპინძლის, ხან სტუმრის მხარეზე გადადიოდა. მატჩის ანგარიში აშშ-ის მორაგბეებმა გახსნეს. წარმატებულო ლელო ჯო ტაუფეტემ დადო. თუმცა, ჯეი მაკენზიმ გარდასახვის განხორციელება ვერ შეძლო.

ამის შემდეგ ინიციატივა ქართველ მორაგბეებთან გადავიდა და რამდენიმე წუთში შეხვედრის მთავარმა არბიტრმა საქართველოს ტექნიკური ლელო ჩაუთვალა — მილტონ ჰეოგის აღსაზრდელები ანგარიშით 7:5 დაწინაურდნენ.

პირველი ტაიმის შუაში მინდვრიდან ვიქტორ კოლელიშვილი გააძევეს და ჩრდილოამერიკელებმა მოპოვებული უპირატესობით ისარგებლეს. ერთი ლელო კვლავ ტაუფეტეს ანგარიშზეა, მაკენზიმ ამოცანა შეასრულა და გარდასახვა ზუსტად შეასრულა — 7:12.

საქართველოს და კანადის რაგბის ნაკრებების მატჩი - Sputnik საქართველო
"ბორჯღალოსნების" ტრიუმფი: ქართველმა მორაგბეებმა კანადა დაამარცხეს

თუნცა, ეს ანგარიში დიდხანს არ შენარჩუნებულა. ლევან ჩილაჩავას ლელომ ანგარიში გაათანაბრა, სოსო მათიაშვილის გარდასახვის შემდეგ ქართველევები კვლავ დაწინაურდნენ — 14:12.

პირველი ტაიმის ბოლოს ქართველებმა კიდევ ერთი წარმატებული კომბინაცია ჩაატარეს, რომელიც ჯაბა ბრეგვაძის ლელოთი და ისევ მათიაშვილის გარდასახვით დასრულდა. შესვენებაზე გუნდები გავიდნენ, როდესაც ანგარიში 21:12 საქართველოს სასარგებლოდ იყო.

მეორე ტაიმში მოვლენები ასე სწრაფად არ ვითარდებოდა და ძირითადად მინდვრის შუა ნაწილში მიმდინარეობდა. ერთადერთი, რაც შეძლეს ამერიკელებმა — გაიტანეს საჯარომო დარტყმა, რომლის ავტორი მაკენზი გახდა.

შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ამერიკელები გააქტიურდნენ და შედეგიანი შეტევა განახორციელეს, რომელიც ბრაის ქემპბელის წარმატებული ლელოთი დასრულდა. ანგარიში 21:20 გახდა. წარმატებული გარდასახვის შემთხვევაში აშშ-ის ნაკრები სავარაუდოდ მოიგებდა, რადგან რევანშისთვის დრო ქართველებს აღარ რჩებოდა. მაგრამ ამ დღეს ქართველებს ბედი სწყალობდა — მაკენზიმ წარუმატებელი დარტყმა განახორციელა, ორ წუთში კი საფინალო სასტვენის ხმა გაისმა, რომელმაც ქართველების გამარჯვება ამცნო — 21:20.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა სეზონის სამ დასკვნით ტესტ-მატჩში ორი გამარჯვება მოიპოვა — კანადასთან (54:22) და აშშ-სთან (21:20) (ორივე თამაში თბილისში გაიმართა) და კარდიფში უელსთან ანგარიშით 6:13 წააგო.


ყველა ახალი ამბავი
0