შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა კონტრტერორისტული ოპერაცია, რომელიც თითქმის ერთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოები, თუ რა მდგომარეობაშია სახლი, რომელშიც ტერორისტები გამაგრდნენ.
ისნის რაიონში ტერორისტული დაჯგუფების განეიტრალების სპეცოპერაცია ჩატარდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უარი თქვეს ჩაბარებოდნენ პოლიციას და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში გამაგრდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ორმხრივი სროლა და ისმოდა აფეთქებების ხმები. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი და ლიკვიდირებულია სამი. დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი.

1/14
© Sputnik / Levan Avlabreli
კონტრტერორისტული ოპერაცია ისნის რაიონში თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა

2/14
© Sputnik / Levan Avlabreli
რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჯერ ვერ ახერხებენ საცხოვრებელ სახლში შესვლას, რომელსაც ტერორისტები აფარებდნენ თავს - ამიტომ შესაძლო ზარალო ვიზუალურად ითვლება

3/14
© Sputnik / Levan Avlabreli
შტურმის შედეგად კორპუსში რვა ბინა დაიწვა

4/14
© Sputnik / Levan Avlabreli
ისნის რაიონის ადმინისტრაცია დაზარალებულებს ყველა ხარჯს აუნაზღაურებს

რაიონული ადმინისტრაცია დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებლითაც უზრუნველყოფს

6/14
© Sputnik / Levan Avlabreli
შტურმის შემდეგ დამწვარი ბინების მაცხოვრებლებმა ღამე თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში გაატარეს, ყველა ხარჯი ხელისუფლებამ დაფარა

ასე გამოიყურებოდა კორპუსი შტურმის დროს - შენობის მიმართულებით ისროდნენ, ბინებში გაჩენილი იყო ხანძარი

8/14
© Sputnik / Levan Avlabreli
ასე გამოიყურება ახლა კორპუსი, რომელშიც ტერორისტები გამაგრდნენ - გამომწვარი ფანჯრები საშინელ მოვლენებს გვაგონებს, რომელმაც უბნის მოსახლეობა შეაშინა

9/14
© Sputnik / Levan Avlabreli
სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა შეძლეს ერთი ეჭვმიტანილის დაკავება, სამი კი - ლიკვიდირებულია

10/14
© Sputnik / Levan Avlabreli
რაიონის ადმინისტრაცია დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს

11/14
© Sputnik / Levan Avlabreli
სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი, ორი კი დაიჭრა

12/14
© Sputnik / Levan Avlabreli
თბილისის ახალი მერის, კახა კალაძის ინიციატივით ამოქმედდა "ცხელი ხაზი", რომელზეც სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარებისათვის დარეკვა შეუძლიათ

13/14
© Sputnik / Levan Avlabreli
როგორც ისნის რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ახლა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ - სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს დამწვარი სახლების მაცხოვრებლების პრობლემები

14/14
© Sputnik / Levan Avlabreli
წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფების ყველა მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს