გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი ახალ სიცოცხლეს შეიძენს

© FB / Tbilisi City Hallგმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი
გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი 30-მა მხატვარმა მოხატა

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. მხატვრები გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვას შაბათს, დღის მეორე ნახევარში საზეიმო ვითარებაში დაასრულებენ, აღნიშნულია კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" Facebook-გვერდზე.

მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში იყო, თბილისის მერის, კახა კალაძის დავალებით დაასუფთავეს, დაამონტაჟეს განათება და ტერიტორიის გასალამაზებლად მხატვრები მოიწვიეს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისის მერის ხელფასი ქველმოქმედებას მოხმარდება

„გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი ერთი კვირის განმავლობაში 30 მხატვრის მიერ მოიხატა. 25 ნოემბერს 17:00 საათზე Street Art-ი გმირთა მოედანზე დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის Dj Sumo დაუკრავს", — აღნიშნავენ კომპანიაში.

უფრო ადრე „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში თბილისის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში ვიდეოკამერები დამონტაჟდება. დედაქალაქში 55 მიწისქვეშა გადასასვლელია. აქედან 33 კომერციული ფართი იჯარით არის გაცემული.

კალაძე თბილისის მერად 21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე აირჩიეს. საქმიანობას ის 12 ნოემბერს შეუდგა.

 

ყველა ახალი ამბავი
0