ქართველი მხატვარი საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი გახდა

© FB / Bruno Vepkhvadzeბრუნო ვეფხვაძე
ბრუნო ვეფხვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიჭიერი მხატვარი, ბრუნო ვეფხვაძე ორგანიზაცია „Art Renewal center“-ის მიერ ჩატარებული კონკურსის პრიზიორი გახდა. ორგანიზაცია რეალისტურ ფერწერაში ატარებს კონკურსებს და მართავს გამოფენებს.

კონკურსზე წარმოდგენილი იყო მხატვრის ნატურმორტი „მარსის საკურთხეველთან“. ორგანიზაცია „Art Renewal center“ ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შტატში უკვე დიდი ხანია არსებობს და მას საკუთარი მუზეუმიც აქვს. ბრუნო ვეფხვაძეს თბილისში დავუკავშირდით. 

© FB / Bruno Vepkhvadzeბრუნო ვეფხვაძის ნახატი "ძველი წიგნები"
ბრუნო ვეფხვაძის ნახატი ძველი წიგნები - Sputnik საქართველო
ბრუნო ვეფხვაძის ნახატი "ძველი წიგნები"

 

- ბრუნო, როგორ მოხვდა თქვენი ნახატი იმ კონკურსზე?

— მე შევიტყვე ამ კონკურსის ჩატარების შესახებ და იქ ჩემი ნახატი „მარსის საკურთხეველი“ გავაგზავნე. კონკურსში 63 ქვეყნიდან მხატვრების რამდენიმე ათასმა ნახატმა მიიღო მონაწილეობა. ამიერკავკასიიდან მარტო მე ვიყავი წარმოდგენილი. ძირითადად იყო ამერიკა, ევროპა და ჩინეთი. აქ კონკურსი ტარდება სხვადასხვა კატეგორიაში: პორტრეტი, კომპოზიცია, პეიზაჟი, ნატურმორტი. ჩემი ნატურმორტი ამავე კატეგორიის პრიზიორებში გავიდა. დაახლეობით 100-მდე საუკეთესო ნახატის საჩვენებელი გამოფენა ნიუ-იორკში ტარდება და რამდენიმე თვის მერე ბარსელონაში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გადადის. იქ 27 ნოემბრამდე იქნება და მერე უკან ჩამოდის. მე ამერიკაშიც ვიყავი მიწვეული და ბარსელონაშიც, მაგრამ წასვლა ვერ მოვახერხე.  მხატვრობაში მე ისევ რეალისტური სტილის ერთგული დავრჩები, რადგან ეს ჩემი კრედოა…რაც შეეხება პროექტებს, ერთი საინტერესო პროექტი მაქვს ჩაფიქრებული და მას მომავალ თვეებში გაგანდობთ.

© FB / Bruno Vepkhvadzeბრუნო ვეფხვაძის გამარჯვებული ნახატი "მარსის საკურთხეველი"
ბრუნო ვეფხვაძის გამარჯვებული ნახატი მარსის საკურთხეველი - Sputnik საქართველო
ბრუნო ვეფხვაძის გამარჯვებული ნახატი "მარსის საკურთხეველი"

– რატომ აარჩიეთ ეს კონკურსი და რამდენი ხანია, რაც ეს ამერიკული ორგანიზაცია ასეთ კონკურსს ატარებს?

— Art Renewal Center ამ განხრით მსოფლიოში რეალისტური ფერწერის უმსხვილესი და წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. მისი არსებობის შესახებ წლების წინ შევიტყვე. ხშირად ვსტუმრობდი მათ ვირტუალურ მუზეუმს, სადაც ისეთი მხატვრების ნამუშევრები იყო, რომლებსაც ჩვენი წიგნის მაღაზიებში ვერ იპოვიდი. ორგანიზაცია, რომელიც რეალისტურ და კლასიკურ ფერწერაზეა ორიენტირებული, ამ მიმდინარეობის დაცვასა და განვითარებას ისახავს მიზნად. ამისთვის შექმნილი აქვს უდიდესი ვირტუალური მუზეუმი, სადაც ოსტატების ასიათასობით ძველი ნამუშევრებია გამოფენილი. ორგანიზაცია ნიჭიერი სტუდენტების სწავლას აფინანსებს და უკვე 12 წელია, რაც რეალისტურ ფერწერაში, გრაფიკასა და ქანდაკებაში ფერწერის საერთაშორისო კონკურსს ატარებს. ფერწერის განხრით კონკურსი ტარდება რამდენიმე კატეგორიაში: კომპოზიცია, ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი და ანიმალისტიკა.

© FB / Bruno Vepkhvadzeბრუნო ვეფხვაძის ნატურმორტი სხვა პრიზიორ ნახატებს შორის ამერიკაში
ბრუნო ვეფხვაძის ნატურმორტი სხვა პრიზიორ ნახატებს შორის ამერიკაში - Sputnik საქართველო
ბრუნო ვეფხვაძის ნატურმორტი სხვა პრიზიორ ნახატებს შორის ამერიკაში

-ბრუნო, თქვენს ნახატებში ძირითადად  შუა საუკუნეების პერიოდია გამოსახული…

–დიახ, ჩემს ნახატებში ძირითადად შუა საუკუნეების ხანაა, რადგან ის დრო უფრო ამაღლებულად მეჩვენება და ეს ჩემს ხასიათთან ახლოსაა. ძველი რაინდის მუზარადებსაც ვამზადებ. ერთხელ ჟანა დარკი ფრანგი მომღერლის მირიე მატიეს გარეგნობით დავხატე. ბავშვობიდან ამ სამყაროზე გავიზარდე, სანამ წერა–კითხვას შევისწავლიდი, მამა ზღაპრების მაგივრად რომაულ მითოლოგიას მიკითხავდა. ასე მგონია, გვიან დავიბადე. პატარა რომ ვიყავი ერთხელ ძილში ხმამაღლა რომელიღაც არქაული ენით ავლაპარაკებულვარ, ვინ იცის, იქნებ შუმერულიც იყო.. სხვათა შორის ლათინური ენა ინტერნეტით შევისწავლე.

შეგახსენებთ, მხატვარი ბრუნო ვეფხვაძეების მხატვართა დინასტიის მეოთხე თაობის წარმომადგენელია. ამ სფეროში უკვე 12 წელია მოღვაწეობს და არა ერთ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2016 წელს ბრუნო ვეფხვაძე ორგანიზაცია Art Renewal Center-ის კონკურსის გამარჯვებული პირველი ქართველი მხატვარი გახლდათ. ის იტალიაში მსოფლიოს 100 საუკეთესო ახალგაზრდა მხატვართა შორისაა დასახელებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0