ჰარვარდელი მეცნიერები: პირის ღრუს სავლებები მოულოდნელ საფრთხეებს შეიცავს

გამოწერა
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რომ პირის ღრუს სავლებების დიდი ნაწილი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ბაქტერიებს ხოცავს

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს რომ პირის ღრუს სავლებებს იმ სასარგებლო ბაქტერიების განადგურება შეუძლია, რომლებიც გაცხიმოვნებასა და დიაბეტის წარმოშობას უშლის ხელს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ვებგვერდ Science Direct-ზე გამოქვეყნებულ პრესრელიზზე დაყრდნობით.

მიწისძვრის შედეგები - Sputnik საქართველო
მეცნიერები გვაფრთხილებენ: 2018 წელს დამანგრეველი მიწისძვრების რაოდენობა გაიზრდება

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რა დროსაც 40-დან 65 წლამდე ასაკის იმ 1206 ადამიანის ავადმყოფობის ისტორია შეისწავლეს, რომლებიც ჭარბცხიმიანობით იყვნენ დაავადებულები ან დიაბეტის ჩამოყალიბების მაღალი რისკი ჰქონდათ.

კვლევებით დადგინდა, რომ დიაბეტით დაავადების შანსი 20 პროცენტით გაიზარდა იმათ შორის,  ვინც დღეში ერთხელ სარგებლობდა პირის ღრუს ანტიბაქტერიული სავლებით, და 30%-ით იმათ შორის, ვინც დილა-საღამოს იყენებდა სავლებს.

კვლევების ავტორების მტკიცებით, სავლებების უდიდესი ნაწილი ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ბაქტერიებს ხოცავს, მაგალითად ისეთებს, რომლებიც აზოტის ოქსიდს გამოიმუშავებენ და რომლებიც სისხლში შაქრის დონესაც არეგულირებენ და ნივთიერებათა ცვლის პროცესშიც მონაწილეობენ.

ყველა ახალი ამბავი
0