„თოვლის კაცი“, „სიკვდილის ზღვარზე“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 23–26 ნოემბერს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ–ერთი კინოთეატრის შესასვლელი
თბილისის ერთ–ერთი კინოთეატრის შესასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლო კომედიის „მამიკო სახლშია“ გაგრძელება, თამაში სიკვდილთან და საშიში მანიაკების დევნა – „Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ თბილისური კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ

22 ნოემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები იმართება:

„მამიკო სახლშია 2“ (Daddy's Home 2) რეჟისორ შონ ანდერსის ამერიკული კომედია შონ ანდერსისა და ჯონ მორისის სცენარის მიხედვით – ფილმის „მამიკო სახლშია“ გაგრძელება. ორი მამის მეტოქეობა გრძელდება. ამჯერად ბავშვების ბიოლოგიური მამა დასტი და მამინაცვალი ბრედი შობის ერთად გატარებას გადაწყვეტენ, რათა საყვარელი ბავშვების „საქმიანობა“ თავიდან აიცილონ. თუმცა, მათი გეგმები იშლება, როდესაც დღესასწაულზე მათთან ჩადიან ბაბუა კურტი – დასტის მამა და მისტერ უიტაკერი – ბრედის მამა. მთავარ როლებს ასრულებენ უილ ფერელი, მარკ უოლბერგი, მელ გიბსონი და ჯონ ლიტოუ.

„კოკო“ (Coco) ამერიკული სტუდიის Pixar Animation Studios შექმნილი კომპიუტერული ანიმაციური მუსიკალური ფილმი, რომელიც კომპანია Walt Disney Pictures–მა გამოუშვა. ესაა ისტორია ყმაწვილ მიგელზე მექსიკის სოფლიდან, რომელიც მუსიკოსობაზე ოცნებობს, თუმცა მის ოჯახში ეს საქმიანობა აკრძალულია. ოდესღაც მიგელის დიდმა ბაბუამ მუსიკის გამო ცოლი მიატოვა და მას შემდეგ ოჯახში მუსიკოსობას ყველა გვერდს უვლიდა. მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ მიგელსა და მის კუმირს, უკვე გარდაცვლილ მომღერალ ერნესტო დე ლა კრუსს შორის რაღაც კავშირია. გარდაცვლილთა დღის აღნიშვნისას ბიჭუნა გარდაცვლილთა საოცარ და ლამაზ ქვეყანაში მოხვედრას შეძლებს. ამ მოგზაურობის დროს მიგელი თავის ოჯახთან დაკავშირებულ მრავალ საიდუმლოს შეიტყობს.

„სიკვდილის ზღვარზე“ (Flatliners) – რეჟისორ ნილს არდენის ფსიქოლოგიური ტრილერი, 1990 წლის ამავე სახელწოდების ფილმის რემეიკი. ფილმი მოგვითხრობს ხუთი მედიკოსი სტუდენტის შესახებ, რომლებსაც არ ასვენებთ იდეა, გამოიკვლიონ, რა არის სიცოცხლის საზღვრის მიღმა. ისინი ძალიან თამამ ექსპერიმენტს გადაწყვეტენ: რიგრიგობით აჩერებენ ერთმანეთის გულს მოკლე დროის განმავლობაში და ამგვარად, განიცდიან კლინიკურ სიკვდილს. შედეგად, იღებენ ძალზე ფასეულ მონაცემებს იმქვეყნიურობის შესახებ. თუმცა, მათ ძალიან გაიტაცებს იქ მოგზაურობა და გარკვეული დროის შემდეგ იწყება საშინელი ხილვები. 

„თოვლის კაცი“ (The Snowman) – რეჟისორ ტომას ალფრედსონის ბრიტანული კრიმინალური ტრილერი, ნორვეგიელი მწერლის, იუ ნესბიოს ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაცია. მოვლენები ფილმში 2004 წელს ვითარდება. დეტექტივი ჰარი ჰოლე ოსლოსში საიდუმლოებით მოცული მკვლელობების სერიას იძიებს. ყველ მკვლელობას დანაშაულის ადგილზე თოვლის კაცის გამოჩენა აერთიანებს, ასევე ის, რომ ყველა მსხვერპლი გათხოვილი და შვილებიანი ქალია. დეტექტივი არქივებში ძებნისას მსგავს საქმეებს გადააწყდება. ეჭვგარეშეა, რომ ჰარი ჰოლე ნორვეგიაში პირველი სერიული მკვლელს კვალს წააწყდა და ის მზადაა, მანიაკის შესაჩერებლად ყველაფერი გააკეთოს.

გასული კვირიდან თბილისის კინოეკრანებზე გამოვიდა ფანტასტიკურ–სათავგადასავლო ბოევიკი „სამართლიანობის ლიგა“, ამერიკული საოჯახო დრამა „საოცრება“, ამერიკული კომედიური დეტექტივი „სუბურბიკონი“, ასევე გიორგი ოვაშვილის „ხიბულა“.

ასევე კინოთეატრებშია კრიმინალური დრამა „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“, ფრანგული კომედია „ცოლად მომიყვანე“, ამერიკული ფილმი-ფენტეზი „თორი: რაგნაროკი“ (Thor: Ragnarok), ზაზა ურუშაძის „აღსარება“.

მულტფილმები ბავშვებისთვის: კომედიური მულტფილმი „მონსტრების ოჯახი" (Happy Family) და პატარა ვამპირი“ (The Little Vampire 3D).

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0