მარგველაშვილი: მომავალში ყველა პრეზიდენტობის კანდიდატს ჰკითხავენ - შეხვალ? გაბედავ?

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლემ დღეს სიმბოლური დატვირთა შეიძინა, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა
მარგველაშვილი: მომავალში ყველა პრეზიდენტობის კანდიდატს ჰკითხავენ - შეხვალ? გაბედავ?

„წარმოგიდგენიათ სარჩევნო კამპანია რომელიმე პრეზიდენტის, რომელსაც არ დაუსვამენ ამ კითხვას შეხვალ თუ არ შეხვალ? გაბედავ თუ არ გაბედავ? და  პასუხი იქნება ძალიან ბევრი რამის მაჩვენებელი“ — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქციაში.

მმართველ ძალასა და მარგველაშვილს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, როგორც კი მარგველაშვილმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რომელშიც „ქართული ოცნების" სახელით იღებდა მონაწილეობას. უკმაყოფილების საფუძვლად იქცა მარგველაშვილის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის პერიოდში აშენებულ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მუშაობაზე.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ უნდოდა ავლაბრის სასახლეში ჰქონოდა რეზიდენცია, მაგრამ როდესაც უთხრეს, რომ მისი ადგილი ენახა და ჩუმად ყოფილიყო, სასახლეში შესვლა გახდა მისი პოლიტიკური პოზიცია იმის საჩვენებლად, რომ „ამ ქვეყანაში ასე არ არის, რომ პრეზიდენტს უბრძანებ“.

ყველა ახალი ამბავი
0