თბილისში პირველი თოვლი მოვიდა

© photo: Sputnikპირველი თოვლი თბილისში
პირველი თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი თოვლი თბილისის გარეუბნებში მოვიდა

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში ამ სეზონზე პირველი თოვლი გიორგობის დღესასწაულზე მოვიდა.

თბილისში ხუთშაბათს ჰაერის ტემპერატურა +2–7 გრადუსს შეადგენდა. დილიდან ღრუბლიანი ამინდია, დროგამოშვებით წვიმდა; დღის მეორე ნახევარში კი წვიმა მცირე თოვლმა შეცვალა, რამაც განსაკუთრებით ბავშვები გაახარა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ღამით ქარი წამში17–22 მეტრამდე გაძლიერდება. ღამით ტემპერატურა –1 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო ხვალ დღისით მაქსიმუმ +3 გრადუსამდე აიწევს. 

ამინდი თბილისსა და მთელ საქართველოში სამშაბათიდან გაუარესდა. მაღალ მთაში ტემპერატურა ნულს ქვევით ჩამოვიდა. დიდთოვლობის გამო რიგ გზებზე სპეციალური რეჟიმები დაწესდა.

თოვს ასევე ზუგდიდში, გორში, სვანეთში, ბაკურიანში.


ყველა ახალი ამბავი
0