შეიარაღებული ტერორისტები, რომლებიც ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში არიან გამაგრებულები, ღამის შემდეგ წინააღმდეგობას უწევენ სპეცრაზმის თანამშრომლებს
სავარაუდო უცხოელი ტერორისტების დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. ეჭვმიტანილები იმყოფებიან გაბრიელ სალოსის №156-ში, №9 კორპუსის მესამე სადარბაზოში. ადგილზე არ წყდება სროლა, პერიოდულად ისმის აფეთქების ხმებიც.

1/8
© Sputnik / Levan Avlabreli
ქართველი ძალოვნები ღამის შემდეგ ებრძვიან სავარაუდო ტერორისტებს, რომლებიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გამაგრდნენ

2/8
© Sputnik / Levan Avlabreli
ორმხრივი სროლის დროს დაშავდა სპეცრაზმის ერთი თანამშრომელი - ახლა ის რეანიმაციაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება

3/8
© Sputnik / Levan Avlabreli
ამ დროისათვის დაკავებულია ერთი სავარაუდო ტერორისტი

4/8
© Sputnik / Levan Avlabreli
დანარჩენი ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაცია კვლავ გრძელდება

5/8
© photo: Sputnik / STRINGER
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები ჩეჩნები არიან

6/8
© Sputnik / Levan Avlabreli
ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის ინფორმაციით, ბინაში ცხოვრობდა პანკისელი ჩეჩნების ოჯახი

7/8
© Sputnik / Levan Avlabreli
უსაფრთხოების მიზნით მოხდა მაცხოვრებლების ევაკუაცია იმ კორპუსიდან, სადაც მიმდინარეობს ტერორისტების დაკავების სპეცოპერაცია

8/8
© Sputnik / Levan Avlabreli
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ სპეცსამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის , რატა კონტრტერორისტული ოპერაცია მოსახლეობისათვის ზიანის გარეშე დასრულდეს