თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა.
„რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ და შესაბამისად გადაწყვეტილებას მივიღებ, თუნდაც იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობა კონტროლის ქვეშ იყოს", — განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველი რადიოს" ეთერში.
მმართველ ძალასა და მარგველაშვილს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, როგორც კი მარგველაშვილმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რომელშიც „ქართული ოცნების" სახელით იღებდა მონაწილეობას. უკმაყოფილების საფუძველი იქცა მარგველაშვილის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის პერიოდში აშენებულ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მუშაობა.
პრეზიდენტის მოქმედი სასახლე თბილისის ისტორიულ რაიონში, აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. საქართველოს ხელისუფლება და თავად მარგველაშვილი, პრეზიდენტად არჩევამდე, აცხადებდნენ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენებულ ავლაბრის სასახლეს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს გადასცემდნენ, ხოლო პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია ათონელზე განთავსდებოდა.