მამუკა არეშიძე: საქართველოში ტერორიზმის საფრთხე გარკვეულწილად არსებობს

© Photo: courtesy of TV Show "2030"მამუკა არეშიძე
მამუკა არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრისით ტერორისტული საფრთხის მეოთხე კატეგორიას განეკუთვნება, განუცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ “Sputnik საქართველოს”
მამუკა არეშიძე: საქართველოში ტერორიზმის საფრთხე გარკვეულწილად არსებობს

„უნდა გავითვალისწინოთ,  რომ ისლამური ხალიფატის რიგებში უამრავი კავკასიელი იბრძვის, ზოგისთვის საქართველო სამშობლოა, ზოგისთვისაც სატრანზიტო სივრცე, აქედან გამომდინარე რასაკვირველია მაღალი დონის ყურადღება მართებს სახელმწიფოსაც, შესაბამის სტრუქტურებსაც და საზოგადოებასაც, იმიტომ რომ ტერორისტული  საფრთხე საქართველოში ნამდვილად არსებობს “ — აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

მამუკა არეშიძის თქმით, მართალია მას არ ჰგონია, რომ ეს ტერორისტული  საფრთხე შესაძლოა მოსახლეობის წინააღმდეგ იყოს მიმართული, მაგრამ სამაგიეროდ შეიძლება ის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებს შეეხოს.

თბილისის გარეუბანში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ორი ეჭვმიტანილის დაკავების კონტრტერორისტული სპეცოპერაცია გუშინ ღამით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე ისმის სროლისა და აფეთქებების ხმები. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ყველა ახალი ამბავი
0