კონტრტერორისტული ოპერაციისას თბილისში ცეცხლი გახსნეს – სუს–ი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ავტომობილი
საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ რაიონში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობა უსაფრთხოდაა

თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს–ი) დაადასტურა, რომ თბილისში კონტრტერორისტული ოპერაცია ტარდება, ზონა გარშემორტყმულია, ისმის გასროლის ხმები.

ოპერაცია ისანი–სამგორის რაიონში მიმდინარეობს.

 „პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია“, – განაცხადეს სუს-ში, იუწყება საზოგადოებრივი  აუწყებლის პირველი არხი.

კორპუსი, რომელშიც ეჭვმიტანილები იმყოფებიან, გარშემორტყმულია, პოლიცია პერიმეტრს აკონტროლებს.

ტელეკომპანია Rustavi2 იუწყება, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ორი უცხოელია ეჭვმიტანილი. ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამად ორივე დაკავებულია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0