თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაიჭრა ავღანეთში პატრულირებისას, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიჭრნენ სამშვიდობო მისია "მტკიცე მხარდაჭერაში" მონაწილეები: მაიორი პაპუნა ხორავა, კაპრალი ომარი ბერიძე და კაპრალი ნუგზარი ოსანაძე.
„ამ დროისთვის ქართველი სამშვიდობოები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან, სადაც მათ საჭირო სამედიცინო კვლევები უტარდებათ“, — ნათქვამია განცხადებაში.
ნატოს სამშვიდობო მისია "მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 2015 წლის დასაწყისში ქაბულში, ყანდაგარში, გერათში, მაზარი-შარიფში 12 000 სამხედრო განთავსდა. ქართული მხრიდან მისიაში 870 სამხედრო მონაწილეობს.
ქართველი სამხედროები ძირითადად ქაბულში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ყანდაგარსა და მაზარი-შარიფში არიან განლაგებული.