აფეთქებები და სროლა თბილისში - სპეცოპერაციის ზონაში ხანძარია

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსახლეობა შიშობს, რომ თბილისში, სპეცოპერაციის ზონაში მდებარე სახლები აფეთქებების გამო შეიძლება დაინგრეს

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ინტენსიური სროლა და აფეთქებები სპეცოპერაციის ადგილზე, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი წუხელ ღამიდან ატარებს, არ წყდება.

აფეთქებების შედეგად დაიწვა ორი ბინა, ერთ-ერთიდან გამოდის კვამლი და მოჩანს ცეცხლი. წინასწარი მონაცემებით, ეჭვმიტანილებმა ბინის ერთ-ერთი ფანჯრიდან ხელყუმბარები გადმოყარეს.

გავრცელდა ინფორმაცია დაშავებულის შესახებ, მაგრამ ეს ჯერჯერობით ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.

მოვლენები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ორი შეიარაღებული ეჭვმიტანილი ერთ-ერთ ბინაშია გამაგრებული.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ უსაფრთხოების მიზნით მათ სახლებიდან არ უშვებენ.

მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს მესამე სადარბაზოდან. პირველი და მეორე სადარბაზოების მცხოვრებლები ადგილზე რჩებიან, განუცხადა ტელეკომპანია Rustavi2-ს ერთ-ერთმა მცხოვრებმა. მისი თქმით, სპეცოპერაცია უფრო აქტიურ ფაზაში დილის ხუთ საათზე გადავიდა.

მოსახლეობა შიშობს, რომ შენობები ასეთი რაოდენობის აფეთქებებს ვერ გაუძლებს, რადგან სახლები დიდი ხნის აშენებულია.

მასმედიაში შენობის შტურმის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0