ივანიშვილმა ქუთაისში უნივერსიტეტის მშენებლობისთვის 1 მლრდ ევრო გადარიცხა

© AFP 2024 / VANO SHLAMOVბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი სტუდენტების პირველ ნაკადს 2019 წელს მიიღებს

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის" მშენებლობისთვის ერთი მილიარდი ევრო გადარიცხა, ნათქვამია ივანიშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

„ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის" მშენებლობა საპარლამენტო ქალაქ ქუთაისში მიმდინარეობს. კომპლექსი 140 ჰექტარზე გაშენდება და პირველი მასშტაბური საგანმანათლებლო ცენტრი იქნება რეგიონში, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ლაბორატორიებით და ინფრასტრუქტურით. ის 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი.

საუნივერსიტეტო ქალაქი საკუთარ თავში მოიცავს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებს, აუდიტორიებს, ულტრათანამედროვე ლაბორატორიებს, საკონფერენციო დარბაზებს, ბიბლიოთეკებს, სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საერთო საცხოვრებლებს. ასევე იქნება კინოთეატრები, დასასვენებელი კლუბები, კაფე, სპორტული ინფრასტრუქტურა — ფეხბურთისა და რაგბის სტადიონი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის მოედანი, აუზი.

ქუთაისი - Sputnik საქართველო
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება

უნივერსიტეტში სწავლება ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური მიმართულებებით წარიმართება. უნივერსიტეტის მთავარი პროფილი ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები იქნება.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი სტუდენტების პირველ ნაკადს 2019 წელს მიიღებს.

ცნობილია, რომ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტები ქართველ კოლეგებს „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის" განვითარებაში დაეხმარებიან.

ყველა ახალი ამბავი
0